28 მაისს ბერლინში გაიმართება რიგით მეთერთმეტე, ტრადიციული ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, კვირას, 28  მაისს გაიმართება რიგით მეთერთმეტე, ტრადიციული ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა – დამეგობრებას.

“მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.

10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია 2022 წლის გამარჯვებული გუნდი FC GEORGIA MÜNCHEN-ი. ტურნირის ბოლოს ასევე გამოვლინდება საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.

ტურნირის დასასრულს ტრადიციისამებრ დაგეგმილია „მესამე ტაიმის“ ჩატარება”, – ნათქვამია გერმანიის ქართული სათვისტომოს ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები