ლალი ჯაშიაშვილმა და უჩა ბაკურაძემ „35th anniversary of the UNESCO Silk Roads Programme“-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართველთა კულტურის კერა ლაზის ინფორმაციით, ლაზის ქორეოგრაფებმა, ლალი ჯაშიაშვილმა და უჩა ბაკურაძემ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელების თხოვნით, იუნესკოში აზერბაიჯანული ცეკვებით „35th anniversary of the UNESCO Silk Roads Programme“-ში მიიღეს მონაწილეობა.

„ლაზი პირველად იყო იუნესკოში მიწვეული და სამწუხაროდ არა ქართული ცეკვებით, არამედ აზერბაიჯანულით, მიუხედავად იმისა რომ ქართული ცეკვები პარიზის რეგიონის საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობათა ნუსხაშია შეტანილი, რის მოპოვებაშიც დიდი წვლილი მიგვიძღვის.

იმედს ვიტოვებთ რომ სამომავლოდ ქართული ცეკვითაც მოგვიწევს იუნესკოს დარბაზის მაყურებლის ოვაციების დამსახურება. 🥰

ჩვენი მხრივ კი დიდ მადლობას ვუხდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი ქალბატონ Saida Zulfugarova -ს ჩვენი მიწვევისთვის!“, – ნათქვამია ქართველთა კულტურის კერა ლაზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები