მარიამ თავაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია

ევროპულ სკოლის ამერიკული უმაღლესი სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ თავაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია.

ფლექსის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მარიამი მომდევნო სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს, იცხოვრებს მასპინძელ ოჯახში და ისწავლის ამერიკულ სკოლაში.

როგორც ფლექსელი, მარიამი საქართველოს წარადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოხალისეობრივ აქტივობებსა და ინოვაციურ პროექტებს განახორციელებს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები