საბა ხუციშვილი და გიორგი გურგენაძე სწავლას შოტლანდიაში განაგრძობენ
კონსერვატორიის სამმა სტუდენტმა – საბა ხუციშვილმა (ალტი), თეკლა ჭაჭიაშვილმა (ვიოლინო) და გიორგი გურგენაძემ (ჩელო) წარმატებით დაასრულეს ERASMUS+ -ის ფარგლებში ორ სემესტრიანი მობილობის პროგრამა ქალაქ გლაზგოში, შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიაში. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუდენტებმა უმაღლესი შეფასება მიიღეს პედაგოგებისგან, აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და შედეგები.
ორმა მათგანმა, საბამ და გიორგიმ გადაწყვიტა შოტლანდიაში სწავლის გაგრძელება.
საბა ხუციშვილი სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიაში, ხოლო გიორგი გურგენაძე სწავლას Erasmus +ის მობილობის პროგრამით განაგრძობს. გიორგი, ასევე, მუსიკის ტექნოლოგიით, ჩაწერით და ციფრული პროექტების შექმნით დაინტერესდა. სწორედ ამ განხრით აპირებს იგი გამგზავრებას სატრენინგო მობილობაზე.