ალიკანტეს მოქმედმა დიასპორამ საქართველოს გენერალურ საკონსულოს უმასპინძლა

2023 წლის 1 აპრილს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი და ვიცე-კონსული ლია ახალბედაშვილი ბარსელონიდან, ვალენსიის ავტონომიურ რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ქ. ალიკანტეში გაიმართა მოქალაქეთა მიღება და საკონსულო მომსახურება ადგილზე გაეწია საქართველოს 80-მდე მოქალაქეს. ასევე, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან.

„ჩვენი თანამემამულეებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამგვარი ვიზიტები არაერთხელ განხორციელდა, რაც მკაფიოდ მოწმობს ემიგრანტებისადმი საკონსულოსა და ჩვენი სამშობლოს განსაკუთრებულ ყურადღებას. მინდა თითოეული ქართველის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს გენერალურ საკონსულოს@Georgia in Barcelona ამ კეთილი ნებისა და დაუღალავი მუშაობისთვის ჩვენი თანამემამულეების გასახარებლად და მათთვის ერთობ მნიშვნელოვანი მომსახურების გასაწევად“, – ნათქვამია ალიკანტეს ქართული სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები