თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩერლიდინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

1-2 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჩერლიდინგში.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანმა სკოლებმა და კლუბებმა, ასევე უკრაინის, სომხეთის სპორტსმენებმა.

დაჯილდოვდნენ, როგორც ჯგუფები, ასევე დუეტები და სოლოები.

გამარჯვებულებიდან შეირჩევიან ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები, რომლებიც 2 ივლისს  იტალიაში გაემგზავრებიან .

ტურნირი გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები