გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა
ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„სამი რამ:
- მეორე ადგილი ავიღე.
- საქართველო ევროპაა! 💘 🇪🇺
- მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშემატკივრეთ მთელი ეს პერიოდი“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში;
ჟიურიმ გიორგი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა.
საფინალო სესიაზე გიორგი გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი N3 შეასრულა.