ტელეკომპანია „Mezzo”-ს 25 წლის იუბილე ცოტნე ზედგინიძემ საკუთარი ნაწარმოების შესრულებით გახსნა

21 მარტს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ტელეკომპანია „Mezzo”-ს 25 წლის იუბილე გრანდიოზული გალა-კონცერტით აღინიშნა. ღონისძიება ცოტნე ზედგინიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებები შეუსრულა.

ამ ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაზე ცოტნე ზედგინიძის წარმდგენი ლეგენდარული დანიელ ბარემბოიმი გახლდათ. ცოტნე თავის პედაგოგთან ნინო მამრაძესთან ერთად, თავად ტელეკომპანია „Mezzo“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერვე ბოისიერმა მიიწვია.

ცოტნე ზედგინიძე პარიზიდან გაემგზავრება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, სადაც 30 მარტს, მონაწილეობას მიიღებს ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაგეგმილ დახურულ მასტერკლასებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები