„ეკვილიბრიუმი“ სოფელ მარტყოფს ესტუმრა
22 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სოფელ მარტყოფს ესტუმრა.
მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა 350 ახალი წიგნით მომარაგდა.
წიგნები სკოლა XXI საუკუნე • School XXI Century -ის მხარდაჭერით შეგროვდა.
ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა. ის 2012 წელს დაფუძნდა და ამ იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.
საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა.