BILD-მა საქართველო 2023 წლის 5 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა
პოპულარული გერმანული გამოცემა BILD მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტები განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.
„საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე 4 საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“,- წერს BILD საქართველოს შესახებ. სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებ.
BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.