ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში ტრადიციულად, სრული შემადგენლობით – 10 სპორტსმენით ჩაება.

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია!

ვერცხლის მედალს ვლადიმერ გამყრელიძე, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა ღვინჯილია, გოგა ოთინაშვილი და დავით ფაცინაშვილი დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები