1-10 აპრილს ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი“ გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 1-10 აპრილს კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი“  თბილისში გაიმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის წარდგენას შვეიცარიაში და შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის წარდგენას საქართველოში.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და იგი მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

ფესტივალის კინოპროგრამა 2 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“ შვეიცარიული ფილმების დღეებით გაიხსნება. ნაჩვენები იქნება 12 მხატვრული და 1 დოკუმენტური ფილმი. რეჟისორთა ნაწილი დაესწრება კინოჩვენებებს და ისაუბრებს ფილმების შესახებ. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება საკულტო საბავშვო წიგნის – „ჰაიდის“- უახლესი კინოეკრანიზაციის ჩვენება. დაგეგმილია რამდენიმე ვორქშოპი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის.

კინოპროგრამის კურატორია კორინ ზიგრისტ-ობუსიერი.

პროგრამა:

როლფ ლისი „შვეიცარიელთა მწარმოებლები“

ოლივერ რიჰსი „შტორმი: სანამ არ მოვკვდებით ან გავთავისუფლდებით”

ბეტინა ობერლი “გვიანი ყვავილობა”

ბარბარა კულჩარი “ოქროს წლები ”

საბინე ბოსი “მე ვარ მეკარე”

კირილ შაუბლინი “ქანქარა”

კარინ ჰებერლინი “სამი, ჯო და მე”

ფრედი მიურერი “ვიტუს”

პეტრა ვოლპე “ღვთაებრივი წესრიგი”

ალენ გსპონერი “ჰაიდი”

მარკუს იმჰოფი “ნავი სავსეა”

შტეფან ჰაუპტ “ცვინგლი”

სამომავლოდ, ციურიხში კვლავ ჩატარდება ფესტივალი ”ხიდი: ციურიხი-თბილისი” ქართული პროგრამით.

„ხიდი: თბილისი-ციურიხი“ ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა ციურიხში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები