“Svaneti Freeride Week”-ი დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტი, უკვე მეორედ, „Freeride World Tour“-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს. Freeride -ის კვირეული დღეს დაიწყო და 19 მარტს დასრულდება.

Freeride | ფრირაიდი სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გაუკვალავ თოვლში, ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას გულისხმობს.

Freeride-ის კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიმართება, სადაც დაახლოებით 50-მდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრების პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამაც. Freeride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები