საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით,  ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. WWTG-ს თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის  ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.

აღსანიშნავია, რომ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარეობა ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით იცვლება. საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები