ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი შოთაძემ (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შოთაძემ ფინელ ტინო ტაპიოსთან 4:5 წააგო, ხოლო ცოფურაშვილი უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან 1:4 დამარცხდა.

დღეს ბუქარესტში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონები. ოქროს მედლისთვის იბრძოლებს დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), რომლის მეტოქეც თურქი მუსტაფა ილდირიმი იქნება. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) და საბა მამალაძე (82 კგ.).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები