Le Cordon Bleu Paris-ის კურსდამთავრებულებმა ერთობლივი კულინარიული დემონსტრაცია გამართეს

ფრანგული კულინარიის სკოლის Le Cordon Bleu Paris-ის წარმომადგენლის თბილისში ვიზიტის ფარგლებში,  ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა – ნინო დიდმანიძემ (კულინარიის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებული) და ირაკლი კახიძემ (პურ-ფუნთუშეულის სპეციალობის კურსდამთავრებული) ერთობლივი კულინარიული დემონსტრაცია გამართეს. კულინარიული წარმოდგენა ორშაბათს,13 მარტს, “Sablée”-ში გაიმართა, სადაც პროფესიონალებმა ქართული  ტრადიციული კერძი ფრანგული ტექნიკითა და ოსტატობით დაამზადეს.

ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და კვებისა და ტურიზმის სექტორის ქართველი პროფესიონალები ესწრებოდნენ.

კულინარიის ფრანგული ინსტიტუტი Le Cordon Bleu Paris, 125 წელია რაც სტუმარმასპინძლობის და კულინარიის სფეროში  საუკეთესო ხარისხის  განათლებით გამოირჩევა.

სხვადასხვა დროს,  თერთმეტმა ქართველმა მიიღო განათლება ამ სასწავლებელში და ეზიარა ფრანგულ ცოდნასა და გამოცდილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები