ორბეთში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და სათიბე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს აფუძნებენ, რომელსაც სახელად „სათიბე“ ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

ფესტივალი ივნისის მეორე ნახევარში, ორბეთში გაიმართება, სამ დღეს გასტანს და  სამივე დღეს  მუდმვიმოქმედი გეზი ექნება:

1 დღე – ფოლკლორი, ხალხური მთქმელები.

2 დღე – ,,ვეფხისტყაოსანი”

3 დღე – თანამედროვე ლიტერატურა.

წლევანდელი  ფესტივალის თემა თავისუფლებაა.

მოეწყობა გამომცემელთა სტენდები და საბავშვო კუთხე.

ყოველწლიურად გაიცემა პრემია ლიტერატურული გამბედაობისთვის.

დასწრება თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები