დოდონა ნამორაძე ბერძნული „The Voice“-ის“ ფინალშია
ბერძნული „The Voice“-ის“ მე-7 სეზონის ნახევარფინალური ტური 10 მარტს, გაიმართა. ნახევარფინალში სულ 14 მომღერალი მონაწილეობდა.
დოდონა ნამორაძემ ეტა ჯეიმსის ცნობილი კომპოზიცია – “Something’s Got a Hold on Me” ბრწყინვალედ შეასრულა და 6 სხვა მონაწილესთან ერთად ფინალში გადავიდა.
“ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, პანოს მუზურაკიმ მითხრა, რომ სკამზე მე უნდა ვიჯდე და არა კონკურსის მონაწილე ვიყო, ამაზე დიდი შეფასება – არ ვიცი! ისეთი ხალხი ხართ, მგონი მაგასაც შევძლებთ 🤣❤️ დღეს ფინალია! სამ სიმღერას ვმღერი, სამჯერ უნდა დამირეკოთ, უნდა ვმობილიზდეთ საოცრად!!! georgians.gr ამ ფეიჯზე ნახავთ ყველა ინფორმაციას ხმის მიცემასთან დაკავშირებით! დღეს, 21:00ზე, უნდა გავიმარჯვოთ! ❤️❤️❤️❤️❤️”, – წერს დოდონა ნამორაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დოდონა კონსტანტინოს არგიროსის ჯგუფშია.
ბერძნული „The Voice“-ის“ ფინალი დღეს, ათენის დროით 21:00 სთ-ზე, თბილისის დროით – 23:00 სთ-ზე გაიმართება.