დღეს ქართული კულტურის მე-2 ყოველწლიური ფესტივალი “საქართველოს სული 2023” გაიმართება
ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრი (Georgian Center of the European Experience “GCEE”) და ქალაქ შუგარ ჰილის მერია გიწვევთ ქართული კულტურის მე-2 ყოველწლიურ ფესტივალზე “საქართველოს სული 2023”.
ფესტივალი ჩატარდება მიმდინარე წლის 11 მარტს, რომელსაც უმასპინძლებს “The Eagle Theatre”-ი.
ფესტივალში ასევე, მონაწილეობს ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი ხელოვანები: ია გაბაშვილი, ოლეგ ოსეფაიშვილი, გია ლომსაძე, სოსო ზანგალაძე, ნოდარ ხოხობაშვილი, მალხაზ რატიანი, ნინო კორძაძე, ლალი ხარებავა, მანანა სახვაძე-კლიგმანი, ცისანა ქავთარაძე, დევი ზალდასტანიშვილი. ნინი წიკლაური, ლელა ნინუა.
ქართულ ტრადიციულ პოლიფონიურ და თანამედროვე სიმღერებს შეასრულებენ: ნინი წიკლაური, ირაკლი რუსია, თამარ ლელუაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია ნინა კიკნაძე, ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრის პრეზიდენტი.