ბელგრადში პროგრამა “საქართველო – უძველესი ევროპული მემკვიდრეობის ოაზისი” გაიხსნა

ბელგრადში, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ინიციატივით და ორგანიზებით, ხელოვნების სასახლეში კულტურული პროგრამა “საქართველო – უძველესი ევროპული მემკვიდრეობის ოაზისი” საზეიმოდ გაიხსნა.

კულტურული პროგრამის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო გამოფენა “ქართული დამწერლობის სამი სახეობა”, ასევე ეროვნული სამოსის უნიკალური ექსპოზიციები და ქართული ქვევრი. ამასთან, ქართული პოლიფონიური სიმღერისა და ეროვნული ცეკვის ანსამბლებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  სერბეთის რესპუბლიკის პირველი ქალბატონი ტამარა ვუჩიჩი,კულტურის სფეროს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები.

ღონისძიება მულტინაციონალური კომპანია „Zepter International“-ის დამფუძნებლის, კულტურის სფეროს უმსხვილესი ინვესტორისა და ფილანტროპის ფილიპ და მადლენა ცეპტერების პტრონაჟით იმართება.

კულტურული პროგრამა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები