ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ ეგვიპტეში ორი ტიტული მოიპოვა
ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. მან ჩემპიონობა როგორც წყვილთა, ისე ერთეულთა თანრიგში იზეიმა.
საბამ წყვილთა თანრიგში სლოვაკ მეწყვილე ლუკას პოკორნისთან ერთად მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, ხოლო ერთეულთა თანრიგის ფინალში ბელგიელი ალექსანდრ ბლოქსი დაამარცხა.