ეთერ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე მეორე ადგილი დაიკავა
უზბეკეთის დედაქალაქში სტარტი აიღო ტაშკენტის გრანდ სლემმა. 49 ქვეყნის 364 ძიუდოისტს შორის საქართველოს ქალთა და კაცთა ნაკრებიც არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა ეთერ ლიპარტელიანის გამოსვლა, რომელმაც – 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი მეორე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში. მან დაამარცხა უზბეკი, ბრაზილიელი, ტაივანელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ იაპონელ მომო ტამაოკისთან.