ქართველ მოჭადრაკეთა მორიგი წარმატება
გამოქვეყნდა საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრების საბოლოო შედეგები საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში.
მსოფლიოს 26 ქვეყნის უძლიერესი ამომხსნელები 38 ქალაქში ერთდროულად ხსნიდნენ ერთი და იგივე პოზიციას. ასპარეზობა რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა.
მთავარ ტურნირში დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა მოჭადრაკეებმა.
23 წლამდე ამომხსნელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ კაჭარავამ, რომელიც მხოლოდ 0.75-ით ჩამორჩა გამარჯვებულ ილია სერაფიმოვიჩს (სერბეთი).
ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა ანა კუჭავა.
და კიდევ ერთი სიახლე – ნანა ძაგნიძე მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგის – სიის ათეულშია!
ქართველმა მოჭადრაკემ ბრწყინვალედ იასპარეზა ახლახან მიუნხენში დასრულებულ ქალთა გრან-პრის მეორე ეტაპზე და სარეიტინგო ქულების მატების შემდეგ ტოპ ათში დაიმკვიდრა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ოცეულში კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე იმყოფება – ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი.