16 წლიდან ბიზნესში – კომპანია „პინექსის“ მმართველი ლიკა კერესელიძე

წარმატებულ კომპანიებს მხოლოდ წარმატებული ადამიანები ქმნიან. ისინი, ვისაც ესმით, როგორ მოარგონ სერვისი მომხმარებლებს და ცდილობენ, მათი მაჯის ცემის რიტმს მიჰყვნენ. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი კომპანია არ არის, თუმცა მცირერიცხოვანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სახმელეთო-საჰაერო გადაზიდვების კომპანია „პინექსია“, რომლის სათავეშიც ახალგაზრდა ქალი, ლიკა კერესელიძე დგას.

ლიკა ფაქტობრივად ბავშვობიდან ბიზნესის სფეროში საქმიანობს და არაერთი სხვადასხვა ტიპისა და სპეციფიკის კომპანიის მართვის გამოცდილება აქვს. უჩვეულოა, რომ მისმა ინტერესებმა ბიზნესში მთელი ამ დროის განმავლობაში რადიკალურად განსხვავებული მიმართულებები მოიცვა, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ წარმატებას სხვადასხვა ასპარეზზე მიაღწია. ამჟამინდელი გაჩერება მის მიერვე დაარსებული „პინექსია“, რომელიც ლიკამ და მისმა გუნდმა უკვე აქცია საქართველოში ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად და რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

სხვათა შორის, სწორედ „პინექსი“ იყო კომპანია, რომელმაც გადაზიდვების სფეროში მომსახურების ფასების მასობრივი ზრდის ფონზე, მომხმარებლებს მაქსიმალურად დაბალი ფასები და გარკვეული ბენეფიტები შესთავაზა.


გაიგეთ მეტი „პინექსის“ შესახებ: https://www.facebook.com/pinexdelivery


აღსანიშნავია, რომ „პინექსის“ მომსახურებაში არა მხოლოდ სასურველი ნივთისა თუ ტვირთის ტრანსპორტირება, არამედ მომხმარებლისთვის მისი უფრო ხელსაყრელ ფასში შეძენაც შედის.
რა ქმნის კომპანიის წარმატებას, რას ნიშნავს, იყო მმართველი და რა მიაჩნია ახალგაზრდა ბიზსნესმენს მის მთავარ ამოცანად? გთავაზობთ ინტერვიუს „პინექსის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, ლიკა კერესელიძესთან.


-რა ასაკში დაინტერესდით, გქონოდათ პირადი ბიზნესი?

-რთულია ვთქვა, რა ასაკში დავინტერესდი ბიზნესის წარმოების იდეით, მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ 16 წლის ასაკში უკვე მქონდა საკუთარი ბიზნესი.

-საინტერესოა, რა პროფესიის ბრძანდებით და რა ეტაპები გაიარეთ „პინექსამდე“?

-ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი დავამთავრე, რაც, რა თქმა უნდა, მეხმარება და მეხმარებოდა ჩემი საქმიანობის განვითარებაში.

პირველი ბიზნესი იყო სურსათის სტენდი ერთ-ერთ ცნობილ ქსელში. იმ პერიოდისთვის 16 წლის ვიყავი. შემდეგ იყო სამკერვალო, მოგვიანებით, სამკერვალოები, ასევე, თამბაქოს მაღაზიები. ერთ-ერთი პირველი ბიზნესი ტანსაცმლის მაღაზია და აქსესუარების სტენდები იყო. „პინექსის“ გარდა, ამ ეტაპზე ჩემს საკუთრებაშია სილამაზის ცენტრი „ლონდონ პრემიუმი.“

-როგორ და რატომ გაჩნდა პინექსის შექმნის იდეა, რა იყო თქვენი მოტივაცია და რა სირთულეებს გადააწყდით გზაზე?

-„პინექსის“ შექმნის იდეა გაჩნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ხშირად ვიმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით. ჩემი იმდროინდელი საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოში სხვადასხვა საქონლის იმპორტთან, რომელიც განკუთვნილი იყო საკუთარი სავაჭრო ქსელისთვის. ყველაზე დიდი და არასამართლიანი წინააღმდეგობა, რასაც გადავაწყდი, ეს იყო ზუსტად ლოჯისტიკური სფერო – უსამართლობის და მონოპოლიის ჰაბი. შესაბამისად, ეტაპობრივად, მაგრამ წარმატებით გაეშვა პროექტი „პინექსი“, რომელიც დაფუძნებულია მომხმარებლებსა და კომპანიას შორის კეთილსინდისიერ ურთიერთობებზე, შესაძლებლობების და გამოცდილების გაზიარებაზე.

-რამდენად რთულია, იყო მმართველი და რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

-იყო მმართველი, პირველ რიგში, ნიშნავს, სრულად გესმოდეს, თუ როგორ მუშაობს სისტემა; უნდა გაგაჩნდეს უნარი, საქმიანობას შეხედო ყველა მხრიდან; ხშირ შემთხვევაში, პროცესებს ანალიზი უნდა გაუკეთო არა როგორც მენეჯერმა, არამედ როგორც მომხმარებელმა. მიმაჩნია, რომ მმართველობისთვის საჭიროა, გქონდეს ინფორმაციის ულევი წყარო, ანალიტიკის უნარი. სწრაფი, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება ლოჯისტიკური ბიზნეს საქმიანობის წარმატებულად მართვის საწინდარია. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, მუშაობდე გუნდთან ,რომელსაც ასევე აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი. მე, როგორც „პინექსის“ მმართველს, ამაში უდავოდ გამიმართლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „პინექსის“ მთელი გუნდი მოტივირებულია მომხმარებლის კომფორტზე და კეთილდღეობაზე.

-რა მიგაჩნიათ თქვენი სამუშაოს ძირითადად ამოცანად და პირადად თქვენს – როგორც კომპანიის მმართველის – მთავარ გამოწვევად ამ სფეროში?

– ჩემი პირველი ამოცანა, მიღწეული შედეგების შენარჩუნება და განვითარებაა, რადგან კომპანია „პინექსმა“ შეძლო და დაიკავა ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ლოჯისტიკურ სფეროში ქართულ ბაზარზე. მთავარი გამოწვევა ნებისმიერი ცვლილებებისთვის სრული მზადყოფნა, რისკების მუდმივი კონტროლი და ანალიტიკაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევუნარჩუნოთ კომპანიას ლიდერის პოზიცია.

-სამწუხაროდ, საზოგადოებაში აღნიშნული საქმიანობა ქალთან ცოტა რთულად ასოცირდება, ეს თუ გიქმნით გარკვეულ ბარიერებს?

-ქალებს გვაქვს უნარი, თამამად გადავდგათ აქტიური ქმედითი ნაბიჯები და ვიყოთ უკომპრომისოები გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქალების მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების უმრავლესობა წარმატებულია. მე პირადად ბიზნეს საქმიანობაში გენდერული ბარიერების მცნების დეფინიცია არ გამაჩნია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აპელირება უკვე შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.

-რას ნიშნავს, იყო საქმიანი ქალი და რამდენად იყოფა ცხოვრება უბრალო ქალსა და ბიზნესლედის შორის?

-ყველა ქალი საქმიანია. განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ რომელ სფეროში საქმიანობს ის. შეიძლება მისი საქმიანობა მთლიანად ოჯახის ყოფით ცხოვრებას ეძღვნებოდეს და ხშირ შემთხვევაში, ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი.


ბიზნეს ლედის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან რთულია, იყო ოჯახის ყველაზე აქტიური წევრი, რადგან ბიზნესს საკუთარი წესები გააჩნია. ის შენგან მოითხოვს, ნაწილობრივ, ყველაფერი ძვირფასის და მნიშვნელოვანის დათმობას პირად ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ნუგეში ამ დროს ის არის, რომ ქმნი დოვლათს, რომელიც განკუთვნილია არა მარტო შენი ოჯახისთვის, სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამათუ იმ ფორმით ჩართულები არიან შენს საქმიანობაში, დაწყებული დაქირავებული თანამშრომლებით, დამთავრებული მომხმარებლებით.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები