წიგნს ,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს

წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად – ,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” რომაული გამომცემლობა  Aletti Editore  გამოსცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

„ესეც, ასე – კონტრაქტი გაფორმებულია.

წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად – ,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” რომაული გამომცემლობა  Aletti Editore  გამოსცემს. ის რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია. საქართველოში გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing  დასტამბავს. ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობა – აკა მორჩილაძე. რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია. იტალიური თარგმანი – ინგა სიხარულიძე, კესა კაკალია. პროექტის პროდიუსერი – ბერიკა შუკაკიძე. კონსულტანტი, ხვიჩას მამა – ბადრი კვარაცხელია. ინტერნეტპარტნიორი Geo Team

წიგნი ხვიჩას გარდა ირიბად საქართველოზეც იქნება, მის ფეხბურთზე და კულტურაზე, ისტორიაზე და გასტრონომიაზე, რომ შემოვლითი გზით მაინც გავაცნოთ თავი იტალიელებს ამ ხერხით“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები