პირველად საქართველოს ისტორიაში – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში ისლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და 80:77 დამარცხდა.
მატჩი ბოლო წამებამდე დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 80:77 დათმო.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართება.