მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი 4 მედლით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა. მან დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში ირანელი ამირჰუსეინ კავუსი დაამარცხა

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ელბაქიძის მსგავსად, ბრინჯაოს დაეუფლნენ ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები