ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

64 კგ წონითი კატეგორია – ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი – გიორგი ნასყიდაშვილმა.

71 კგ წონითი კატეგორია  – ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო – მინდია ლილუაშვილმა.

79 კგ წონითი კატეგორია – ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა.

88 კგ წონითი კატეგორია – ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი – შმაგი დადუნაშვილმა, ბრინჯაო – ონისე ხურციძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები