დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ნოამ სივანი კონცერტს გამართავს

23 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში კონცერტს გამართავს იმპროვიზაციის მენტორი, პიანისტი და კომპოზიტორი – ნოამ სივანი.

პროექტი ხორციელდება “ერაზმუს+”-ის პროგრამის მხარდაჭერით.

ნოამ სივანი მუსიკის სამყაროში იმპროვიზაციის პიონერია. იგი იყო კერტისის მუსიკის ინსტიტუტის (ფილადელფია) იმპროვიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი და ჯულიარდის სკოლის კათედრის წევრი. ამჟამად, იგი შტუტგარტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საფორტეპიანო იმპროვიზაციის პროფესორია, სადაც 2020 წელს კლასიკურ საფორტეპიანო იმპროვიზაციაში, მსოფლიოში პირველი სამაგისტრო პროგრამა დააარსა.

ნოამ სივანის სოლო ალბომი – Ambiro’s Journey, რომელიც საფორტეპიანო იმპროვიზაციის პირველ სტუდიურ ალბომს წარმოადგენს და 70 წუთზე მეტ უწყვეტ მუსიკას მოიცავს, ჩაწერილია დაურედაქტირებელ რეჟიმში და მიჩნეულია, როგორც „ახალი, გამორჩეული სიტყვა იმპროვიზაციის განვითარების ისტორიაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები