დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა

დღეს, 23 თებერვალს, ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.

ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, სადაც კომპოზიტორმა კვალი არ დატოვა.

განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებაში. 1901-1908 წლებში დიმიტრი არაყიშვილმა ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა. ფონოგრამის ლილვაკებზე ნიმუშების ჩაწერის შემდეგ არაყიშვილს მასალა ნოტებზე გადაჰქონდა.

“მართალია, საქართველოში XIX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უკვე გამოცემული იყო ხალხური სიმღერისა და საგალობლების პირველი კრებულები, მაგრამ არაყიშვილმა ეს საქმეც მაღალ პროფესიულ საფეხურზე აიყვანა.

დიმიტრი არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების ფონდი ინახავს დიმიტრი არაყიშვილის ნაწარმოებების უნიკალურ ჩანაწერებს (ნოტებს, გრამფირფიტებს), რომელთა გამოფენა უახლოეს მომავალში იგეგმება”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები