ესტონეთის დედაქალაქი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

21-28 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ტალინში საქართველოს სახელს კადეტთა შორის 13 მოფარიკავე (ლიზა თაყაიშვილი, ალექსანდრა კუვაევა, ანასტასია ცანავა, თეკლა ქანთარია, ბარბარე მებუკე, ლუკა რამიშვილი, ცოტნე დიდია, ლუკა ქათამაძე, ლუკა კუბლაშვილი, ალექსანდრე თავართქილაძე, მერაბ ლეჟავა, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე) დაიცავს.

გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლენ, დაშნით და ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები.

იუნიორთა შორის კი საქართველოს 10 მონაწილე (ევა აჰამიანი, ალექსანდრა კუვაევა, ანასტასია ცანავა, ტატიანა სვანიძე, გიორგი დიდია, ლუკა კაჭარავა, ლაშა კუჭუხიძე, ლუკა ლომინაძე, გურამ რეხვიაშვილი, დავით თავართქილაძე) ეყოლება.

გუნდურ პირველობაში იასპარეზებენ, ხმლით მოფარიკავე ქალთა და კაცთა ნაკრები.

ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის არბიტრთან ერთად, FIE-ს ქართველი მსაჯი დავით სახვაძე მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები