ყველიერის ორშაბათის დღესასწაულები

ყველიერის ორშაბათს ჟაბეშში (მულახის სხვა სოფლებშიც) აღინიშნებოდა “აღბა ლაღრა̄ლ”, მესტიაში (ლაღამში) –  დღესასწაული “ჯგვიბ”, ქვემო სვანეთში –  „ლიმურყვამა̄ლ“.

ამ დღესასწაულებზე იგებოდა თოვლის კოშკები და სრულდებოდა სხვადასხვა რიტუალები..

ჟაბეშში „აღბა ლაღრა̄ლის“ დღესასწაულზე თოვლის კოშკზე დროშას დაარჭობდნენ, ან გრძელ ჯოხს, რომელზედაც საცერს ჩამოაცვამდნენ და ხის ხმლებს (ზოგჯერ ჩალისგან გაკეთებულ ადამიანის ქანდაკებას) ჩამოჰკიდებდნენ.

„ლიმურყვამა̄ლის“ დღესასწაულზე სრულდებოდა რიტუალები: ადრეკილაჲ და მელიაჲ ტე/ულეფიაჲ, შემდეგ ასრულებდნენ კვირიას, ფერხულს და ოთხ სიმღერას. შემდეგ კოშკებს ანგრევდნენ და დანგრევის დროს რომელი სოფლის მხარესაც ჯოხი გადაიხრებოდა, იმ სოფლისთვის კარგ მოსავალს ნიშნავდა.

ადრეკილაჲ”, ისევე როგორც “მელია ტელეფია”, “ლიმურყვამა̄ლ”, “აღბა ლიღრა̄ლ” ნაყოფიერებასთან, ბუნების აღორძინებასთან, სიუხვესთან იყო დაკავშირებული, აგრეთვე “ბერიკაობა”, რომელიც თითქმის მთელ საქართველოში აღინიშნებოდა, “ყეენობა”, რომელსაც ქართლ-კახეთში აღნიშნავდნენ; ამ რიტუალებში ფიგურირებენ: საქმისაჲ, ყაენ, კეისა̈რ, კონკილა, შაჰი, მეფე…

ეს სამეცნიერო სტატია არაა და ის რუსუდან იოსელიანის შეკრებილი მასალიდანაა.

„ეს ჩამოთვლილი დღესასწაულები დღეს, სამწუხაროდ, აღარ ტარდება, გარდა “ჯგვიბისა”, შესაბამისად, ფოტოც არ გვქონდა და გამოვიყენეთ ლენჯერში გადაღებული თოვლის კოშკის ფოტო. ლენჯერში კი, “თარჷნგზელი წირ” ხორციელის ხუთშაბათს ტარდება და არა ყველიერში“- წერს რუსუდან იოსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები