ბალტიისპირელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში საქართველოს ბლოგერები და წამყვანი ჟურნალისტები ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისი, თეთრა მღვიმე, წყალტუბო, ბაღდადი, საირმე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.
პრესტურის მონაწილეები საქართველოს ბალნეოლოგიური, სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. მედიის წარმომადგენლები ბალტიისპირელ მაყურებელს, მკითხველსა და ინტერნეტმომხმარებელს საქართველოს კულტურასა და სამზარეულოს გააცნობენ. პრესტურის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს შესახებ ფილმის გადაღება, რომელიც YouTube-ით გავრცელდება.
პრესტურის მიზანია ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.