20 თებერვლიდან გამოფენა “ფუნჯით ამღერებული საქართველოს კუთხეები და ქართველ მეფეთა და დედოფალთა პორტრეტები” გაიხსნება
2023 წლის 20 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დინასტიური “მამუკა ბაგრატიონის ფონდის” და მთავარი პარტნიორის “დიანა ბაგრატიონის ფონდის”(აშშ) მხარდაჭერით, გაიმართება საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, სპორტის ოსტატის ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში – ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პერსონალური ფერწერული ნამუშევრების გამოფენა “ფუნჯით ამღერებული საქართველოს კუთხეები და ქართველ მეფეთა და დედოფალთა პორტრეტები”.
გამოფენა გაიხსნება 16:00 საათზე.
მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ. #7