ფინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტური გამართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტური ავიაკომპანია “Air Baltic”-ის მხარდაჭერით მოეწყო. ფინეთის წამყვანი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ფინელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატის შეხვედრაზე საქართველოში ფინეთიდან ტურების ორგანიზებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის საკითხები განიხილეს. ფინელი ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ გასტრონომიული და ღვინის ტურიზმით.
„ჩვენი მიზანია კარგად გავიცნოთ საქართველო, რომ სამომავლოდ დავგეგმოთ ტურები. ჩემი კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია ღვინის ტურიზმით. საქართველოს ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს, რაც ძალიან საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს“, – ამბობს ფინური კომპანია Traveller Oy-ის წარმომადგენელი ემილია მარინ ტულიაჰო.