გოგიტა დარციმელიას აღსაზრდელი კანადელი ათლეტი, პირველად ზამთრის თამაშების ისტორიაში კარატეს სპორტის სახეობაში მიიღებს მონაწილეობას

22 თებერვალს Canada winter games PEI2023 ჩატარდება, სადაც პირველად ზამთრის თამაშების ისტორიაში კანადელი ათლეტი კარატეს სპორტის სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ შეჯიბრებაზე მონაწილეობას იღებს ელია (Eliya Israilov), რომლის მწვრთნელიც გახლავთ ქართველი – გოგიტა დარციმელია. ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ისინი ერთად კლუბ Kadima karate -ში ვარჯიშობენ. მათ შეძლეს და ზამთრის თამაშების ურთულეს შესარჩევში აიღეს პირველი ადგილი. ახლა კი შეუძლიათ კანადის ისტორიაში შესვლა.

წარმატებები ვუსურვოთ ბატონ გოგიტას და მის მოწაფეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები