მატილდა გვარლიანი ნიუ-იორკში Jason Wu-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა
“FashionHolics Online“-ის ინფორმაციით, მატილდა გვარლიანი ნიუ-იორკში Jason Wu-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.
ქართველი მოდელისთვის ეს მიმდინარე სეზონის პირველი ჩვენებაა. გასულ სეზონზე, მატილდამ მონაწილეობა მიიღო 7 ბრენდის შოუზე, მათ შორის: Fendi, Chanel, Dior.
ამჯერად, გვარლიანი მოდელების საერთაშორისო რეიტინგში, (Models.com-ის მიხედვით) ე.წ. Hot List-შია, რაც გლობალური სამოდელო ინდუსტრიის, საინტერესო და პერსპექტიულ ახალ სახეებს გულისხმობს.
მატილდა გვარლიანი Hot List-ში ერთადერთი ქართველი მოდელია.