ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „სულაკაურის გამომცემლობა“ მიერ გამოიცა იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“.

მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

„კოსმოკომიკური ამბები“ – 1963-64 წლებში დაწერილი 12 მოთხრობა – პირველად 1965 წელს დაიბეჭდა. მომდევნო, 1967 წლის კრებულს – „ნულოვანი დრო“, ხოლო მესამეს, 1968-ში გამოსულს, „სამყაროს მეხსიერება და სხვა კოსმოკომიკური ამბები“ ერქვა.

მთავარი პერსონაჟი, სახალისო ამბებს გვიყვება სამყაროს წარმოშობაზე, დროისა და კოსმოსის ევოლუციაზე; გვიამბობს ატომის, მოლეკულის, უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმის, მოლუსკის, თევზის, ფრინველის, დინოზავრისა თუ ადამიანის პირით; აღწერს თითქოს რაღაც ძალიან შორეულ და, ამავე დროს, ჩვენ ირგვლივ მომხდარ ამბებს, რომლებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სიყვარულის ამბებია… ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია, საგნებსა თუ მოვლენებს ძველებურად ვუყუროთ, უფრო მეტად არ შევიყვაროთ სამყარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები