ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის მიმართ ინტერესი გაზრდილია

ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესი მაღალია. რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვიზიტორები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთიან აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ. გამოფენებზე რეგიონს პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა.

გამოფენების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ავიაკომპანია Air Baltic-ის მენეჯმენტთან, სადაც  ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეებისა და პერიოდის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. Air Baltic-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები რიგადან  გასულ წელს პირველად დაიწყო, წელს კი მის განახლებასა და ფრენების სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ბოლო წლებია პირდაპირი ფრენები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ტურისტების მოზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები