ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების შევსება უნიკალური გამოცემებით და ისტორიულ ოჯახებში დაცული არქივების გადაცემა გრძელდება

მეცხრამეტე საუკუნეში დაბეჭდილ ქართულ წიგნთა მწირ რაოდენობას ერთიც მიემატა! ლუარსაბ ტოგონიძემ, ბიბლიოთეკის დიდმა გულშემატკივარმა და მხარდამჭერმა, ეროვნულ ბიბლიოთეკას შესწირა წიგნი, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა!

“ვარშაყიანი”

ძველებური ზღაპრული მოთხრობა სპარსულიდგან ნათარგმნი

ტფილისი, 1885 წელი

გამოცემული მ. დ. როტინიანცის სტამბაში

ეს ინფორმაცია დატანილია უნიკალური გამოცემის ყდაზე.

„დიახ, ვიცოდით , რომ იყო მისი მეორე გამოცემა და ვვარაუდობდით, რომ იყო პირველიც. მაგრამ სად, რომელ წელს იყო გამოცემული, არავინ იცოდა. აი, ეს გამოცემა!

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების შევსება უნიკალური გამოცემებით და ისტორიულ ოჯახებში დაცული არქივების გადაცემა გრძელდება. ვინ იქნება შემდეგი?“ – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ეძებს წიგნებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შტამპით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები