ჰაიდი გრაუ ბოლნისში იოანე ბოლნელის  სახელობის სკოლას ეწვია

შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰაიდი გრაუ, ბოლნისში იოანე ბოლნელის  სახელობის სკოლას ეწვია.

ელჩმა ისაუბრა საქართველო-შვეიცარიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობებისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ, ასევე კულტურულ მსგავსებებსა და ეკონომიკურ კავშირებზე, რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება.

ელჩი გაეცნო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების  გამოფენას და შვეიცარიის კულტურის პოპულარიზაციის კვირეულის ,,Hello Swiss’’ ფარგლებში მოსწავლეების  მიერ შექმნილ პოსტერებს /კედლის გაზეთს.

შეხვედრა მოეწყო სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკის’’ მიერ პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023’’ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები