National Geographic-ი ქართული სამზარეულოს შესახებ წერს

“ხაჭაპური ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ“- ამ სათაურით National Geographic სტატიას აქვეყნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი National Geographic-ის ონლაინ მკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს.

„ თბილისში ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად ჩამოვედი. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატი, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი. ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს“,-წერს ჯენიფერ ჰათამი.

National Geographic-ის ჟურნალისტის თქმით ქართველ კულინარებს ხაჭაპურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადება სურთ. ინფლაციის დასაანგარიშებლად კი საქართველოში ხაჭაპურის ინდექსსაც იყენებენ.

ხაჭაპურთან ერთად National Geographic-ის სტატიაში სხვა ქართული კერძები ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიოა აღწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები