კასპის საყმაწვილო თეატრის დასი საბერძნეთში მიემგზავრება

კასპის საყმაწვილო თეატრის დასი საბერძნეთში მიიწვიეს. დასი სპექტაკლს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით წარადგენს. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.

მათი თქმით, მას შემდეგ რაც დასმა ჩვენება ადგილობრივი მაყურებლისთვის მოაწყო და ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსა, სპექტაკლმა საბერძნეთში ემიგრანტების დაინტერესება გამოიწვია.

“ზაფხულში დასი გაემგზავრება საბერძნეთში, სადაც ითამაშებს სპექტაკლს ვაჟას ნაწარმოებების მოტივებზე. ჩვენ საბერძნეთიდან დაგვიკავშირდნენ და დაგვპატიჟეს, ეს ამ ახალგაზრდებისთვის უდიდესი ნახტომია”, – ამბობს სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე ქვრივიშვილი.

საყმაწვილო თეატრი “ფარდის მიღმა” საბერძნეთი ზაფხულში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები