ქართველი ემიგრანტი ლუკა როსტომაშვილი ევროპარლამენტში ესპანეთს წარადგენს

„ევროპარლამენტში მოხვედრა ეს იყო ალბათ წარმოუდგენელი ოცნება როდესაც მონაწილეობას 5000 -მდე იურისტი იღებდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ სწორ ადგილას ხართ შეიძლება არ გყავთ მდიდარი მამა ან დედა, ან ნაცნობი, ისეთმა ქვეყანამ როგორიც ესპანეთია 🇪🇸დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა… ძვირფასო ემიგრანტებო მინდა იცოდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ნებისმიერი თქვენი შვილი იმსახურებს მსგავს უფლებებს და მადლიერი ვიქნები, რომ ეს პოსტი გააზიაროთ, რომ ეს იყოს მაგალითი, რომ არაფერი შეუძლებელი არ არის.“ – ეს სიტყვები ქართველ ემიგრანტ ლუკა როსტომაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ესპანეთში, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, 5000-მდე კონკურსანტში გაიმარჯვა, 5 საუკეთესო იურისტს შორის მოხვდა და როგორც ახალგაზრდა ელჩი ევროპარლამენტში ესპანეთს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ლუკა როსტომაშვილი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბავშვობაში როდესაც ვხედავდი თუ როგორ უსამართლოდ იჩაგრებოდა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები და სიმართლე გითხრათ არც მე მქონია მარტივი ბავშვობა, მაშინვე   მიხვდი, რომ მე ჩემი და ჩემი ხალხის უფლებებისთვის უნდა მებრძოლა.👊

     🥹არცერთი წამით არ ვნანობ იმ განვლილ ურთულესს გზას იურისტობამდე, რადგან მინდა ყველა სიბოროტეს სიკეთით და სამართლის გზით ვუპასუხო.

    🙈🇪🇺ამ ყველაფრის შემდეგ ალიკანტეს უნივერსიტეტმა გამოაცხადა პროექტი, სადაც იურისტებს შეგვეძლო მონაწილეობა და 5 საუკეთესო იურისტს შეარჩევდნენ, როგორც ესპანეთის სახელით ახალგაზრდა ელჩებს.🎓

      🇪🇺🔥🇧🇪❤️ ევროპარლამენტში მოხვედრა ეს ალბათ წარმოუდგენელი ოცნება იყო, როდესაც მონაწილეობას 5000 მდე იურისტი იღებდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ სწორ ადგილას ხართ შეიძლება არ გყავთ მდიდარი მამა ან დედა, ან ნაცნობი და ისეთმა ქვეყანამ როგორიც ესპანეთია 🇪🇸დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა.

      ❤️🍀! მე ვამაყობ, რომ ევროპარლამენტში 🇪🇺მოვხვდი ჩემი შრომით და საკუთარ თავში რწმენით (რომელიც უფალთან არის ასოცირებული)!

    ✅ იმის მიუხედავად, რომ ჩემი მიზანი იყო ესპანეთის წარდგენა, გულმა მაინც არ მომითმინა და მე მაინც ჩემი ტკბილი საქართველო 🇬🇪ვახსენე იმ დოზით რაც შევძელი, რადგან სადაც არ უნდა წავიდე ჩემი გული საქართველოს ეკუთვნის !🥹🇬🇪❤️

   ❤️🍀ძვირფასო ემიგრანტებო მინდა იცოდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ნებისმიერი თქვენი შვილი იმსახურებს მსგავს უფლებებს და მადლიერი ვიქნები, რომ ეს პოსტი გააზიაროთ, რომ ეს იყოს მაგალითი, რომ არაფერი შეუძლებელი არ არის.

    🥹❤️ვოცნებობ ერთ დღეს შევძლო ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა ყველგან და ყოველთვის, თუმცა ამჯერად, როგორც საჯარო მოხელის სტატუსით.

        დარწმუნებული ვარ უფალმა უკეთ იცის, როდის რა უნდა მოხდეს ❤️

      და ბოლოს დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გამომწერებს, გულშემატკივრებს იმისთვის, რომ ჩემი ირწმუნეთ ❤️

      დიდი პატივისცემით ლუკა როსტომაშვილი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები