საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი

საერთაშორისო  სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მონიშნული საფეხმავლო ბილიკები,  ქართულ  მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ არის ხელმისაწვდომი.  ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.

აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის:  ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.

ბილიკების გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელია.

📱 iOS: https://apple.co/3QBteTf

📱 Android: https://bit.ly/3eHCBn7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები