ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა

ფინეთის  ქალაქ  ესპოში გამართულ ევროპის  ჩემპიონატზე 27  ქვეყნის  30  მოციგურავე  ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით  წარდგა მაყურებლებისა  და  მსაჯების  წინაშე.

ეს დღე კიდევ ერთი  გამორჩეული  მოვლენა  აღმოჩნდა  საქართველოს ფიგურული ციგურაობის  ისტორიაში. პირველად, ევროპის  ჩემპიონატების ისტორიაში  მოკლე პროგრამაში  საუკეთესო  აღმოჩნდა და  69, 81  ქულით პირველ პოზიციაზეა  ქართველი მოციგურავე  ანასტასია გუბანოვა და იგი მცირე  ოქროს  მედლით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები