ქართველი კინემატოგრაფისტები ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ
22-25 იანვარს ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი ინდუსტრიულ ღონისძიებას “როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს” (When East Meets West) მასპინძლობდა.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი კინემატოგრაფისტები, რომელთაც თავიანთი ფილმების პროექტები სხვადასხვა ინდუსტრიულ პლატფორმაზე წარადგინეს.
ანა ხაზარაძე, ნინო ჩიჩუა (პროექტი “9 თვიანი კონტრაქტი”, რეჟისორი ქეთევან ვაშაგაშვილი) და თეკლა მაჭავარიანი (პროექტი “რძე და თაფლი”, რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი) დაჯილდოვდნენ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის “პროდიუსერთა ქსელის” (Producers Network) აკრედიტაციით.
ქართველი პროდიუსერები კანში არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს მათი პროექტების განვითარებას.