სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში სამთო წარმოდგენისა და ხელოვნების ქემამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.
ფესტივალი საუდის არაბეთის ასირის პროვინციაში 20 იანვარს დაიწყო და მასში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა.
ანსამბლმა ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.