ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გივი მარგველაშვილის „პერეკატასტროიკა“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის ,,ალონი” მიერ გამოიცა გივი მარგველაშვილის „პერეკატასტროიკა“.
გივი მარგველაშვილის (1927 ბერლინი – 2020 თბილისი), გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის ეს წიგნი – „პერეკატასტროიკა“ – დროის მოწმის ჩანაწერები, 1988-1993 – იწერებოდა გერმანულად თბილისსა და ბერლინში. წიგნი წარმოადგენს პროცესების უშუალო და ყურადღებიანი დამკვირვებლის პირად ჩანაწერებს მეოცე საუკუნის მსოფლიოში მომხდარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხის – „პერესტროიკისა“ და მის შემდგომდროინდელ მოვლენათა შესახებ.
წიგნი გერმანულიდან თარგმნა ასმათ ფარჯიანმა.