საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ანრი დელანის გრან-პრიზე 5 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან-პრიზე 5 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო!

აკაკი ოსიაშვილმა (55 კგ) და ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. აივენგო რიკაძემ (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ხოლო ნიკა ყორშიამ (72 კგ) – მესამე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები